საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავი გამოვიდა. ჩვენი გუნდი ჯერ ჯგუფიდან გავიდა, შემდეგ კი უძლიერესი ესპანეთის წინააღმდეგ ღირსეულად დამარცხდა.
ამავე ტურნირის შესახებ ინგლისურ მედიაში საინტერესო სტატისტიკა ქვეყნდება, რომელშიც ყველაზე მეტი კილომეტრის დამფარავი ფეხბურთელების სიაა შედგენილი.
როგორც დაიწერა, ყველაზე მეტი საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქოჩორაშვილმა ირბინა, რომელიც ამ სტატისტიკით საუკეთესო ათეულის მეოთხეზე პოზიციაზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ფეხბურთელმა 4 შეხვედრაში ჯამურად 30 კილომეტრის დაფარვა მოახერხა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია, არადა, იყო დრო, როდესაც თემურ ქეცბაია ნაკრების მოთამაშეებს ბევრ სირბილს და ფიზიკურ დატვირთვას სთხოვდა, ახლა კი ამ კომპონენტშიც გასაოცარი პროგრესი გვაქვს!