თურქული მედიის, კერძოდ ahbmedya-ს ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერით თურქეთის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კონიასპორია დაინტერესებული.
როგორც გავრცელებულ ცნობებში ვკითხულობთ, გუნდის ხელმძღვანელობა წიტაიშვილის დამატებით შეტევის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს, კლუბის ქომაგები კი ქართველს მოუთმენლად ელიან.
გიორგი წიტაიშვილი კვლავ კიევის დინამოს ეკუთვნის, თუმცა უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინული კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, იქამდე კი გიორგი იჯარის წესით ბათუმის დინამოში თამაშობდა.
2024 წელს 23 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ლიგაში ბათუმის დინამოსთან ერთად 17 შეხვედრა გამართა, რა დროშიც წიტაიშვილმა 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.