როგორც ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, დინამო ბათუმმა პორტუგალიელი მეკარე დაიმატა, - ის რიკარდო სილვა გახლავთ.
25 წლის მეკარემ ტონდელასთან ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების ფონზე გაწყვიტა და ბათუმის დინამოსთან 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზეა წარდგენილი, რომლის პირველ მატჩსაც აჭარული კლუბი 10 ივლისს გამართავს.
რაც შეეხება რიკარდო სილვას, ის ტონდელამდე მორეირენსეში და პორტუს სარეზერვო გუნდში თამაშობდა.