რამდენიმე წუთის წინ, ბათუმის დინამოს ოფიციალურმა გვერდმა მორიგი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვამცნო.
როგორც თავად კლუბი წერს, აჭარული გუნდის ახალწვეული 26 წლის სერბი მცველი, ნემანია ლუბისავლიევიჩია, რომელმაც დინამო ბათუმთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კონტრაქტი კი გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ლუბისავლიევიჩი დინამო ბათუმმა ლიეტუვის ჩემპიონატიდან, კერძოდ ჟალგირისიდან წაიყვანა, სადაც ნემანია 3 წლის განმავლობაში სტაბილურად თამაშობდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ არჩილ ბერიძის კლუბმა გარდა სერბის ტრანსფერისა, ლუკა ზარანდია და გიორგი კვერნაძეც დაიმატა.