იტალიური "მილანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი საკუთარ საქმიანობას ამიერიდან საუდის არაბეთში განაგრძობს, სადაც ადგილობრივ "ალ იტიჰადს" ჩაიბარებს. როგორც მოგეხსენებათ, პიოლიმ "მილანი" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, ყველაზე დიდ წარმატებას კი, "როსონერისთან" ერთად, 2021-22 წლებში მიაღწია, როცა გუნდს სერია A მოაგებინა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ პიოლის ახალ გუნდში ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები დახვდებიან, როგორებიც არიან ქარიმ ბენზემა, ნგოლო კანტე და სხვა ევროპელი ფეხბურთელები არიან. გარდა "მილანისა", 58 წლის სპეციალისტი თავის დროზე ისეთ სახელოვან გუნდებს ავარჯიშებდა, როგორებიც "ინტერი", "ფიორენტინა" და "ლაციო" არიან.