გუშინდელი პირველი გოლი ესპანეთის ნაკრებმა ჩვენს კარში თამაშის წესების დარღვევით გაიტანა, რასაც თავისი არგუმენტირებული ახსნა აქვს.
გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ დგამს დარტყმულის საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯს გიორგი მამარდაშვილი მხოლოდ იმის გამო, რომ მის წინ თამაშგარეში მყოფი ალვარო მორატა დგას, ამით კი როდრი უპირატესობას იღებს და გიორგისგან შორეულ კუთხეში გოლი გააქვს.
პასიურ თამაშგარეში მყოფმა მორატამ გიორგის ბურთის დანახვის საშუალება არ მისცა, რის გამოც მსაჯებს გოლი არ უნდა ჩაეთვალათ, თუმცა არბიტრებმა საშინელი შეცდომა დაუშვეს, გულშემატკივარმა კი ორმაგი სტანდარტი დაინახა!
მოდით, გავიხსენოთ ნიდერლანდებისა და საფრანგეთის დაპირისპირება, სადაც ნიდერლანდებს გოლი ზუსტად ანალოგიური შემთხვევის გამო გაუუქმეს,-
იხილეთ ფოტომეტიც შეგვიძლია ვთქვთ. აქ იმდენად კიდევ არ ახდენს დენზელ დუმფრისი მეკარეზე გავლენას, ვიდრე ამას მორატა მამარდაშვილზე აკეთებდა, თუმცა მსაჯებმა აბსოლუტურად არაადეკვატური და საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც მოგებული ტაიმი საქართველოს ჯიბიდან ამოაცალა!