საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც იცით, ბოლო პერიოდში კვარათი პარი სენ-ჟერმენი აქტიურადაა დაინტერესებული, თუმცა ნაპოლის ხვიჩას გაშვება არ სურს. აი, რა თქვა ამაზე სანიოლმა:
თუ ხვიჩას სურს და გადწყვეტს, რომ პსჟ-ში გადავიდეს, მაშინ ეს უნდა გააკეთოს კიდეც, თუმცა არ უნდა დაავიწყდეს, რომ ნაპოლისთან ამჟამინდელი ხელშეკრულება აკავშირებს და იტალიური კლუბი პატივისცემას იმსახურებს.
- თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული გრანდი კვარაცხელიას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის, თუმცა დე ლაურენტისი ხვიჩას არ თმობს, რადგან ნაპოლის ახალი პროექტის მთავარი ქვაკუთხედი სწორედ ქართველი ვინგერი უნდა იყოს.