EURO 2024-ის პირველი ფინალისტი ცნობილია. შვეიცარიასა და იტალიას შორის გამართულ დაპირისპირებაში უკეთესმა გუნდმა იმარჯვა.
იტალიელებმა უღიმღამო თამაში აჩვენეს და შვეიცარიელებთან 2:0 დამარცხდნენ.
ასე და ამგვარად, შვეიცარიელები 1/4 ფინალში ინგლისისა და სლოვაკეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
მათი მომდევნო მეტოქე ხვალ, თბილისის დროით 20:00-ზე გასამართ დაპირისპირებაში გაირკვევა.