პარიზში გამართულ დაპირისპირებაში მასპინძლები "დორტმუნდთან" 0-1 დამარცხდნენ, ორი მატჩის ჯამში კი 2 ბურთიანი სხვაობით.
შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია, "დორტმუნდის" მეტოქე ხვალ გაირკვევა.
მეორე ფინალისტი მადრიდში, "რეალსა" და "ბაიერნს" შორის ერთ-ერთი გახდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველ ივნისს "უემბლიზე" გაიმართება.