UEFA-ს ოფიციალურმა გვერდმა საინტერესო სტატია განათავსა, სადაც აწ უკვე დასრულებული ჯგუფური ეტაპი მიმოიხილეს. მერვედფინალზე საუბრისას კი, ყურადღება ტურნირის დებიუტანტ ნაკრებს, საქართველოსაც დაეთმო:
იმ ნაკრებებს შორის, რომლებმაც მერვედფინალის საგზური მიიღეს, საქართველოს გულშემატკივართა ხმა განსაკუთრებით ხმამაღლა ისმოდა.
მათ ისე ემოციურად იზეიმეს პორტუგალიის ნაკრების დამარცხება და მერვედფინალში გასვლა, როგორც მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდნენ.
საქართველო ამ ტურნირის დებიუტანტია, ხოლო სლოვენია კი, მერვედფინალში პირველად ითამაშებს. მათთან ერთად, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ამ ეტაპზე რუმინეთსაც ვიხილავთ.
საქართველო და სლოვენია ბრწყინვალე მაგალითები არიან იმ მცირე საფეხბურთო ერებისა, რომელთაც 16 საუკეთესოში ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.
საქართველოს ამჟამინდელი წარმატება ევრო 2024-ზე, პატარა საფეხბურთო ქვეყნის განვითარების მაგალითია, რაშიც დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგას მიუძღვის.