'ფაქტია, კვარას თამაში გუნდს აკლდა' - ქართველი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში 'ნაპოლის' გამარჯვებას გამოეხმაურნენ » სპორტის ხაზი

'ფაქტია, კვარას თამაში გუნდს აკლდა' - ქართველი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში 'ნაპოლის' გამარჯვებას გამოეხმაურნენ

'ფაქტია, კვარას თამაში გუნდს აკლდა' - ქართველი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში 'ნაპოლის' გამარჯვებას გამოეხმაურნენ
8-11-2022, 23:43
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის დასრულდა სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრა 'ნაპოლისა' და 'ემპოლის' შორის, ანგარიშით 2:0.

აღსანიშნავია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა მოიგო და მოგებათა სერია 14 მატჩამდე გაზარდა.

ამ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ქართველი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.

- "ფაქტია, კვარას თამაში გუნდს აკლდა"

- "ბრავო ნაპოლი. 12-ში ხვიჩას გოლსაც ველიდები"

- " საშინლად ითამაშეს, 2 კაცი მიათრევს გუნდს კვარა და ოსიმენი.სპალეტიმაც უცნაური შემადგენლობა დააყენა"

- "ემპოლისთან, თან სახლში უკეთ უნდა ეთამაშათ, ცოტა გაუჭირდათ, ბოლო წუთამდე იმ ერთი პენალტის ამარა იყვნენ და ამის შემდეგ სპალეტას "ხვიჩა არ გვაკლია" მინიმუმ სასაცილოა"

- "ნაპოლის წარმატება კვარას წარმატებაცაა,წინ ნაპოლი სკუდეტოს მოსაგებად."

- "დამაჯერებელი გამარჯვება და სპალეტისგან კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ ნაპოლის სათადარიგოთა სკამზე ღირსეული შემცვლელები ჰყავს!"

- "მოკლედ ამ როტაციით და ზედმეტი პროფესორობით სპალეტი ამ გუნდს დაღუპავს…და არ აღიარებით ლიდერების!!იმედია მიხვდა ვინ და რა აკლდა დღეს"

- "პენალტი არ იყო. ათკაციან ემპოლის გაჭირვებით მოუგეს"

შეგახსენებთ იმასაც, რომ 'ნაპოლი' 38 ქულით სერია A-ს ლიდერია. იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გამტანი კი გუნდის ფორვარდი, ვიქტორი ოსიმენია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი