საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ იტალიურ La reppublica-სთან თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა:
გოლი ყველა ლიგაში გავიტანე, ყველა გუნდში, გარდა აიაქსში გატარებული ექვსი თვისა, სადაც სახლი არ მქონდა და მარტო ვიყავი სასტუმროს ნომერში. მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდი და არავინ არ მიჭერდა მხარს. "მეცში" დაბრუნება გათავისუფლება იყო, უბრალოდ ნახეთ, რამდენი გოლი გავიტანე იანვარში.
ასევე გაგრძელებას ვიმედოვნებ. ახლა მხოლოდ ესპანეთზე ვფიქრობ. მინდა თუ არა იტალიაში ვითამაშო? რა თქმა უნდა, ძალიან. კვარაცხელიასთნ ერთად? შესაძლებელია. მე და ხვიჩა მართლაც შესანიშნავი დუეტი ვართ, ერთმანეთს თვალდახუჭული ვუგებთ.
დღეს საფეხბურთო მედიაში გავრცელა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძემ მონაკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა პარალელურად მილანის ინტერესზე ჭორები გავრცელდა.