გავრცელებული ცნობების თანახმად, როგორც დაგეგმილი იყო, მას შემდეგ, რაც "ნაპოლიმ" ანტონიო კონტე წარადგინა, ფეხბურთელების საქმეებს შეუდგა.
პირველი ნაბიჯი ხვიჩა კვარაცხელიას გადასაბირებლად გადადგეს. დე ლაურენტისი და მანა გერმანიაში ჩაფრინდნენ, რათა ქართველი ფეხბურთელი ენახათ.
ისინი კვარას დიუსელდორფში შეხვდნენ და ანტონიო კონტეს პროექტის შესახებ გააცნეს, რომლის მთავარი ნაწილიც სწორედ ხვიჩაა.
მხარეებს კონტრაქტი ჯერ არ მოიღწევიათ, მაგრამ, როგორც ჩანს, კვარაცხელია პროექტით მოხიბლულია და "ნაპოლი" მის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი.