რუსმა სელექციონერმა, პაველ სტიპიდიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე აგდებულად ილაპარაკა და თქვა, რომ ეროვნული გუნდის სათამაშო დონე ნამდვილი ცირკია.
სტიპიდი იმასაც ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია არა მსოფლიოს, არამედ საშუალო კლასის ფეხბურთელია:
პორტუგალიამ ძალიან სუსტად ითამაშა. მათ 5-ჯერ დაარტყეს, 3-ჯერ კი პირდაპირ მამარდაშვილს მოარტყეს. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთის დონე ნამდვილი ცირკია. რამდენი კაცი ჰყავთ მათ საქართველოს ჩემპიონატიდან? - თითქმის არავინ, რადგან ეროვნული ლიგა ძალიან დაბალი დონისაა.
ხვიჩა კვარაცხელია? - არ ვფიქრობ, რომ ის მაღალი დონის ფეხბურთელია. ხვიჩა არის საშუალო კლასის მოთამაშე და ამაში ორი აზრი არ არსებობს.
- ამბობს რუსი სელექციონერი.