გიორგი მამარდაშვილის ევრო 2024-ზე ნაჩვენები პერფორმანსით არაერთი ცნობილი სახე და ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი დარჩა განცვიფრებული.
სწორედ ასეთი ერთ-ერთი გახლავთ ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი, ანგე პოსტეკოგლუ, რომელმაც მამარდაშვილის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
საქართველოს ბრწყინვალე მეკარე ჰგავს. გიორგი მამარდაშვილს ახლა მსოფლიოს უამრავი კლუბი აკვირდება. როდესაც გუნდს მაღალი დონის მეკარე ჰყავს და ის კარგ სათამაშო ფორმაშია, მაშინ გუნდს შანსები ბოლომდე უნარჩუნდება.
- თქვა ავსტრალიელმა სპეციალისტმა.
სხვათა შორის, პოსტეკოგლუმ საქართველოს შეტევაც შეაქო. მისი თქმით, ეროვნული გუნდის თავდასხმის ხაზს პრობლემების შექმნა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევრო 2024-ის პლეიოფში ესპანეთს შეხვდება. მატჩი 30 ივნისსაა ჩანიშნული.