ისტორია დაწერილია! საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
"ჯვაროსნებმა" გოლის გატანა მალევე მოახერხეს - 92-ე წამზე გიორგი მიქაუტაძემ ხვიჩა კვარაცხელია მეტოქესთან მარტო დატოვა, კვარაცხელიამ კი იდეალურად შეასრულა და გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი კონტრიერიში წამოვიწყეთ, ლოჩოშვილმა ბურთი საჯარიმოში შეიგდო და პენალტი მოიპოვა, რომელიც მიქაუტაძემ გოლად აქცია.
მიქაუტაძე ამ გოლით ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მეტიც, ქართველმა მიშელ პლატინის, ხრისტო სტოიჩკოვის, ალან შირერის, სავო მილოშევიჩის, რუდ ვან ნისტელროის, მილან ბაროშის, კრიშტიანუ რონალდუს და გარეტ ბეილის შედეგი გაიმეორე და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ სამ მატჩში მოახერხა გოლის გატანა.