საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისუბრა.
"ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყოველთვის ყველასთვის საოცნებოა - ჩემთვისაც ანალოგიურად - აქ მოხვედრა ოცნება იყო. როცა გამოდიხარ და შენი ქვეყნის სახელი გაგაქვს, ამაზე დიდი ბედნიერება და ემოცია ალბათ არ არსებობს. ჰიმნის დროს რომ დგახარ მოედანზე ყველანაირი ემოცია გაწვება შინაგანად და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გრძნობა კარიერაში.
"გვითამაშია სავსე ტრიბუნების ფონზე ჩვენს ქვეყანაში, ამაზე დიდი აჟიოტაჟიც ყოფილა და ამაზე მეტი ხალხიც, მაგრამ როდესაც ნეიტრალურ ადგილზე, ევროპის ჩემპიონატზე ხარ, რაღაცნაირად სხვა გარემოა. ყველაფერს ეტყობა, არამარტო სტადიონზე გასვლას, მომზადებას, პროცესს, ქალაქში ყოფნას - სულ სხვაა.
"გულშემატკივარზეც მინდა ვთქვა, რომ მათი მხარდაჭერა და ის ემოციები, რაც მოდის იქიდან, ეს ყველაფერი ძაან ბევრ რამეს გვმატებს."
- აღნიშნა დავითაშვილმა.