ზურიკო დავითაშვილი: "არ ვნერვიულობთ და ვიცით თუ რა გველის წინ" » სპორტის ხაზი

ზურიკო დავითაშვილი: "არ ვნერვიულობთ და ვიცით თუ რა გველის წინ"

ზურიკო დავითაშვილი: "არ ვნერვიულობთ და ვიცით თუ რა გველის წინ"
1-06-2024, 11:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული ბორდოს ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი ავსტრიაში მიმდინარე მოსამზადებელ პერიოდზე საუბრობს.

ჯერ არასრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა შემდეგ ბიჭებიც შემოგვიერთდებიან, ჯერ მათ საკლუბო დონეზე თამაშები დარჩათ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის წინ მომზადებას, უფრო სხვანაირი ემოციებია, უფრო დამშვიდებულად ვემზადებით ასე ვთქვათ, ნერვიულობა არ არის და ვიცით თუ რა გველის წინ.

ჩემი აზრით, კარგი მომზადება გამოვა ავსტრიაში და კარგი შედეგიც უნდა ვაჩვენოთ. ცხადია, ჩვენ მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მივდივართ იქ, ჩვენ შედეგი გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

- თქვა ზურიკო დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა 17 დღეში თურქეთის წინააღმდეგ ელის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი