VIDEO: მამარდაშვილი: "თქვენს გარეშე ვერაფერს შევძლებდით" » სპორტის ხაზი

VIDEO: მამარდაშვილი: "თქვენს გარეშე ვერაფერს შევძლებდით"

VIDEO: მამარდაშვილი: "თქვენს გარეშე ვერაფერს შევძლებდით"
24-06-2024, 21:59
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა გულშემატკივარს მიმართა და პორტუგალიასთან მატჩზე ისაუბრა.

"როგორი მოლოდინიც მქონდა, ყველაფერი ზუსტად ასე განვითარდა. რთულ ჯგუფში მოვხვდით და ორ ტურში ერთი ქულა ავიღეთ. თუმცა, ჩემი აზრით, მეტიც შეგვეძლო.

"პორტუგალიასთან რთული თამაში გვექნება, რადგან არამხოლოდ ჩვენს კვარტეტში, არამედ მთლიანად ტურნირზე რობერტო მარტინესის კრებული უდავო ფავორიტია. მათთან თამაში იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ 100-150 პროცენტი უნდა გავიღოთ, გავიმარჯვოთ და ჯგუფიდან გავიდეთ.

"მუდამ უდიდესი მოტივაცია გვაქვს, როდესაც საქართველოს დროშისა და ჰიმნის ქვეშ ვთამაშობთ, მაგრამ როდესაც ასეთი დონის ჩემპიონატზე იცავ შენი ქვეყნის ღირსებას კიდევ უფრო მოტივირებული ხდები. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს - გერმანიაში მათი არმიაა ჩამოსული, მხარს გვიჭერენ, გვამხნევებენ და ჩეხეთთან არ გაჩერებულან. რომ არა ისინი, ჩვენ აქამდე ნამდვილად ვერ მოვიდოდით."

- აცხადებს მამარდაშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი