საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ნახევრმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ჩეხეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ. ვიცით, რომ ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც გავაკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ: ვიბრძოლებთ და ვეცდებით ასევე შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ასეთ ტურნირზე ვითამაშოთ. ვისაც არ უნდა ჰკითხო საქართველოში, ამ ფაქტით ყველა უბედნიერესია. ხვალინდელ მატჩში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართველმა ხალხმა იამაყოს.
რთული თამაში გველოდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აქამდე შრომით, თავდაჯერებითა და ვარჯიშით მოვედით. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ეს ბრძოლის ველი არ არის. ჩვენ სიამოვნება უნდა მივიღოთ. როდესაც სიამოვნებას იღებ, ყველაფერი გამოგდის. ჩემი მისიაა, რომ ვისიამოვნო თამაშით და ჩემს თანაგუნდელებს სასურველი შედეგის მიღწევაში დავეხმარო.
ფეხბურთში მხოლოდ შედეგი არ არის ის, რის გამოც ვთამაშობთ. მოედანზე უნდა გავიდეთ და მაქსიმუმი გავიღოთ.
ჩვენც შეგვიძლია შორი მანძილიდან დარტყმები და ამისთვის ვემზადებით. ამ ასპექტის დახვეწას ყოველდღიურად, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის მიღმა, მუდმივად ვცდილობ.