სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ევრო 2024-ის მეორე წრის შეხვედრა, რომელშიც საქართველომ და ჩეხეთმა 1:1 ითამაშეს.
მატჩის დასრულების შემდეგ ქართულ მედიაში ბუდუ ზივზივაძის მამის კომენტარი გავრცელდა, რომელიც მან თავისი შვილის უთამაშებლობის შესახებ გააკეთა:
იმდენი პირადი კითხვაა რატომ? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს... იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან. წინ საქართველო.
- წერს ქართველი ფეხბურთელის მამა.
ცნობისთვის, ფაქტი, რომ ზივზივაძემ ამ შეხვედრაში არ ითამაშა, ბევრი ქართველი ქომაგის გულისწყრომის საბაბი გახდა.