ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების ნაკრები ევროზე - რომელ ადგილზეა საქართველო » სპორტის ხაზი

ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების ნაკრები ევროზე - რომელ ადგილზეა საქართველო

ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების ნაკრები ევროზე - რომელ ადგილზეა საქართველო
22-06-2024, 15:12
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანულმა The Sun-მა ევრო 2024-თან დაკავშირებით საინტერესო სია გამოაქვეყნა, სადაც დიდი ფორუმის ნაკრებები იმის მიხედვითაა დაწყობილი თუ რომელ მათგანში თამაშობს რაოდენობრივად ყველაზე მეტი მიმზიდველი მამაკაცი.

როგორც სიაში ვხედავთ, პირველ ადგილზე სერბეთია გასული, რომელმაც 100-ბალიანი სისტემიდან საშუალო 77 აიღო, მეორე-მესამე ადგილებს კი იტალია და თურქეთი ინაწილებენ.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ის 24 ნაკრებიდან საპატიო მე-9 ადგილს იკავებს (ქულათა მაჩვენებელი 75), ჩვენს წინ კი ისეთი ქვეყნები არიან, როგორებიცაა უკრაინა, პორტუგალია, სლოვაკეთი, დანია, რუმინეთი და ზემოაღნიშნული სამი ნაკრები.

ცნობისთვის, სიის ბოლო ადგილზე შვეიცარია გავიდა, რომელშიც, როგორც The Sun-მა ჩათვალა, ყველაზე არამიმზიდველი მამაკაცები თამაშობენ.

ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების ნაკრები ევროზე - რომელ ადგილზეა საქართველო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი