იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბეციმ Sky Italia-სთან ინტერვიუში ნაპოლის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, პარტენოპეიმ და იუვენტუსმა კიეზასა და კვარაცხელიას გაცვლის თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გამართონ.
კიეზა იუვენტუსში უკმაყოფილოა, კვარაცხელიას კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გაცვლა ორივე მხარისთვის იდეალური იქნებოდა. კიეზას კარიერის გადატვირთვა ესაჭიროება
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას იტალიურ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება. როგორც იტალიური გამოცემები წერენ, პარტენოპეის ქართველთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს.