"ამ შემთხვევაში ხვიჩას ხელფასი ვერაფრით გაიზრდება" - იტალიელი ჟურნალისტის ექსკლუზივი » სპორტის ხაზი

"ამ შემთხვევაში ხვიჩას ხელფასი ვერაფრით გაიზრდება" - იტალიელი ჟურნალისტის ექსკლუზივი

"ამ შემთხვევაში ხვიჩას ხელფასი ვერაფრით გაიზრდება" - იტალიელი ჟურნალისტის ექსკლუზივი
31-07-2023, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში ბევრმა შიდა თუ გარე წყარომ აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივებასთან და ხელფასის გაორმაგებასთან ძალიან ახლოსაა.

ამ ყველაფრის შესახებ საინტერესო კუთხით ისაუბრა იტალიელმა ჟურნალისტმა, კერძოდ უმბერტო კიარიელომ, რომელმაც ამავე თემაზე საუბრისას ფედერიკო კიეზა და მისი ნაპოლიში ტრანსფერიც ახსენა:

"სოციალურ ქსელებში ვიყურები და ვხედავ თუ რამდენად ირეალურ ტრანსფერებს ითხოვენ ნაპოლის გულშემატკივრები. მაგალითისთვის, ზოგიერთი ქომაგი იუვენტუსიდან ფედერიკო კიეზას შეძენას ითხოვს, თუმცა ეს გადაწყვეტილება ხელს ნაპოლის ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას შეუშლის."

"იმ შემთხვევაში თუ დე ლაურენტისი საკუთარ თავზე კონტროლს დაკარგავს და კიეზას მართლა შეიძენს, მისთვის თვიურად 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რაც ხვიჩას ხელფასს ვერაფრით გააორმაგებს"
, - თქვა იტალიელმა ჟურნალისტმა

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ ფეხბურთელს ნაპოლიში ხელფასი სულ მალე 2.5 მილიონი ევრო უნდა გაუხდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი