ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი, საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს დროით, 17:00 საათზე გამართავს, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდება.
ჩეხეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრების მსგავსად, პირველი შეხვედრა დათმო. მატჩამდე ერთი დღით ადრე, მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა და მცველმა ანტონინ ბარაკმა პრესკონფერენცია გამართეს და მომავალ თამაშზე ისაუბრეს. ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა მეტოქე გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია, რომლის წინააღდეგაც ფიორენტინას მცველს სერია ა-ში უთამაშია: