ჩეხეთთან გასამართი მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
ჩეხეთის მატჩები კარგად შევისწავლეთ. ვიცით, მათი სიძლიერეები და სისუსტეები. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ მთავარი მეტოქის კი არა ჩვენი თამაშია, როგორ ვიქნებით მენტალურად და ფიზიკურად მომზადებული. თუ ჩვენ თამაშს ვითამაშებთ, ყველას გაუჭირდება.
ხვალინდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, ჩვენ მხოლოდ 10 ფეხბურთელით არ შემოვიფარგლებით. კონკრეტულ სიახლეებს ახლა ვერ გეტყვით.
ლოგიკურია, რომ თურქეთთან ჩაკვეტაძე მოედნიდან გასვლით უკმაყოფილო იყო, რომელი ფეხბურთელია შეცვლით კმაყოფილი? - ეს არაფერს ნიშნავს და ჩვენს განწყობაზე გავლენას არ ახდენს.ბუდუ ზივზივაძე კარგ ფორმაშია, თუმცა მიქაუტაძესაც კარგი თამაში ჰქონდა და გოლიც გაიტანა. ნაკრებში კონკურენციაა, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია.
არის მომენტები, როცა კარგად თამაშობ და აგებ, ან ცუდად თამაშობ და იგებ. გულდაწყვეტილები ვართ თურქეთთან მარცხით, თუმცა ეს იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართველებისთვის. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ.გიორგი მამარდაშვილის წინ წასვლას რაც შეეხება, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ანაგარიშით წავაგებდით. ჩემთვის მთავარი იყო ქულა გადამერჩინა, ამიტომ წავიდა მეკარე წინ, რათა შეტევას ერთი კაცით მეტი ჰყოლოდა
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 22 ივნისს, 17:00 საათზე დაუპირისპირდება.