ევრო 2024-ის პირველმა ტურმა სანახაობრივი მატჩები გვაჩუქა, რომელთა შორის თურქეთი-საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.
წაგების მიუხედავად, გთავაზობთ ტურის სტატისტიკურ ფაქტებს, რომელთა მიხედვითაც ქართველები პირველი ტურის საუკეთესოების გვერდით დგანან.
გიორგი მიქაუტაძე - ქართველმა თურქეთის წინააღმდეგ კარისკენ 4-ჯერ დაარტყა. მასზე მეტი კარისკენ დარტყმა 4 ფეხბურთელს ჰქონდა
ხვიჩა კვარაცხელია - ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი პასი პირველ ტურში (4) ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა. ამ სტატისტიკურ ასპექტში საუკეთესო ერიქსენია; ხვიჩას 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, საუკეთესო შედეგი კი ჯერემი დოკუს (6).
გიორგი ქოჩორაშვილი - ქართველი ნახევარმცველის წინააღმდეგ პირველ ტურში 4-ჯერ დაჯარიმდნენ. ყველაზე მეტჯერ კი პირველ ტურში ჰარი კეინის წინააღმდეგ დაიღვა თამაშის წესები (6)