ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დასრულების შემდეგ ბევრი სტატისტიკა გამოქვეყნდა, სადაც ცნობილ ვარკსვლავებთან ერთად ქართველი ფეხბურთელებიც გამოარჩიეს.
მაგალითისთვის, გიორგი მიქაუტაძემ კარისკენ 4-ჯერ დაარტყა. 5-ჯერ ამის გაკეთება 4-მა ფეხბურთელმა მოახერხა - კრისტიან ერიკსენი, კოდი გაკპო, კრიშტიანო რონალდო და მარკუს ტურამი.
შესაძლოა ბევრის აზრით ხვიჩასთვის თურქეთთან დაპირისპირება ძალიან ცუდი გამოდგა, მაგრამ მასზე მეტი მნიშნელოვანი პასი მხოლოდ კრისტიან ერიკსენმა (7) გააკეთა. ქართველმა 4 ასეთი გადაცემით გამოიჩინა თავი.
წარმატებული დრიბლინგით ხვიჩა მე-6 ადგილზეა (3). საუკეთესო ამ კომპონენტში ჟერემი დოკუ გახლავთ (6). ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე მოსაღწევვად ხვიჩას წარმატებულ დრიბგლინგში მხოლოდ ბელგიელმა აჯობა.
ყველაზე მეტჯერ ჰარი კეინის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ -6-ჯერ. შემდეგ მოდის 8 ფეხბურთელი, რომელთა წინააღმდეგაც 4-4-ჯერ დაჯარიმდნენ და მათ შორის გიორგი ქოჩორაშვილია.
ავსტრიელმა ნიკოლას ზაივალდმა 8 ვარდნმა განახორციელა. 5 ვარდნით ოთარ კაკაბაძე მესამე საზიარო პოზიციაზეა.
ხორვატმა იოზიპ სუტალომ 5-ჯერ ჩაჭრა ბურთი, მას მხოლოდ 1 ჩაჭრით ჩამორჩა ქოჩორაშვილი.
სლოვენიელმა იაკა ბიოლმა ყველაზე მეტჯერ, 10-ჯერ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან. გურამ კაშია 6 გამოტანით მე-10 ადგილზეა.
ჩეხმა ვლადიმირ ცოუფალმა 3-ჯერ დაბლოკა მეტოქის დარტყმა. 2-2-ჯერ ლაშა დვალმა და გურამ კაშიამ.
ტონი კროოსმა ყველაზე მეტი გრძელი პასი გააკეთა (მეკარეებს თუ არ ჩავთვლით) – 8. გიორგი ქოჩორაშვილმა - 7.
მოსალოდნელი გოლების (xG:) ინდექსით ქოჩორაშვილი (0.88) მე-6 ადგილზეა, გიორგი მიქაუტაძე (0.80) - მე-9.
სადებიუტო შეხვედრისთვის ქართველმა ფეხბურთელებმა ცუდად ნამდვილად არ იასპარეზეს.