პრესინგი ამ მცველზე - სანიოლი ხვიჩას ჩეხეთთან კონკრეტული გეგმით გაიყვანს » სპორტის ხაზი

პრესინგი ამ მცველზე - სანიოლი ხვიჩას ჩეხეთთან კონკრეტული გეგმით გაიყვანს

პრესინგი ამ მცველზე - სანიოლი ხვიჩას ჩეხეთთან კონკრეტული გეგმით გაიყვანს
19-06-2024, 11:51
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე პირველი შეხვედრა გამართა და თურქეთთან დასანანად დამარცხდა. მიუხედავად თურქების საბოლოო ორბურთიანი უპირატესობისა, ჩვენს ნაკრებს ანგარიშის გათანაბრება არაერთხელ შეეძლო, თუმცა აშკარა იყო, რომ იღბალმა 18 ივნისის შეხვედრაში მეტოქის მხარე დაიჭირა.

საქართველო თავის მომდევნო მატჩს 22 ივნისს გამართავს, მეტოქე კი ჩეხეთი იქნება, რომელმაც პირველი წრის შეხვედრაში პორტუგალიასთან 2:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ ჩეხები ტურნირის ფავორიტს 1:0-ს უგებდნენ კიდეც, თუმცა მატჩი ბოლო წუთებზე გულსატკენად წააგეს. ზოგადად, ფაქტი, რომ ჩეხები 0 ქულით დარჩნენ, ამაში უდიდესი ბრალი მათ მე-4 ნომერს, რობინ ჰრანაკს მიუძღვის, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს.

გარდა იმისა, რომ პორტუგალიამ ანგარიში სწორედ ჰრანაკის ავტოგოლით გაათანაბრა, მან ბოლო წუთებზე საკმაოდ დაბალი დონის მცველივით ითამაშა, იოლად ჩასაჭრელი ბურთი ფეხებს შორის გაატარა, შემდეგ კი პორტუგალიამ ჩეხეთს მეორე გოლი გაუტანა და 3 ქულა ოფიციალურად გაიფორმა. ცხადია, ასეთი ცუდი თამაშისა და მიღებული კრიტიკის შემდეგ ჰრანაკს ფსიქოლოგიური პრობლემები ექნება, რაც სანიოლმა სათანადო სქემის შერჩევით უნდა გამოიყენოს.

ახლა ვილის შესანიშნავი ფანჯარა და პოტენციალი აქვს გახსნილი იმისათვის, რათა საქართველოს მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია წნეხის ქვეშ მყოფ რობინ ჰრანაკს მიუვლინოს და მასზე მთელი თამაშის განმავლობაში განსაკუთრებული პრესინგი დაავალოს. 18-დან 22-მდე სულ რაღაც 5 დღეა და უდავოა, რომ ჰრანაკს პორტუგალიის მატჩის გავლენა ჩვენთან შეხვედრაშიც გადმოჰყვება, რაც, ასე ვთქვათ, მეტოქისგან ჩვენგან დაგეგმილი შეცდომებით დაგვასაჩუქრებს, ეს კი გზას გამარჯვებამდე და პირველ 3 ქულამდე გაგვიხსნის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი