იტალიურ მედიაში ვრცელდება გამოცემა Sky-ის გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ჟურნალისტები ევრო 2024-ის აღმოჩენა ნაკრებს ვარაუდობენ.
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ ტურნირის მომავალ აღმოჩენა ნაკრებად საქართველო დაასახელა:
ვფიქრობ, რომ ასეთი გუნდი საქართველოს ეყოლება. მე ძალიან მომწონს ის საფეხბურთო დონე და ხარისხი, რასაც ამ გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მიაღწია. თუმცა, გარდა კვარცხელიას ფაქტორისა, მათ კიდევ ჰყავთ რამდენიმე საინტერესო ტალანტი და ტურნირზეც გამორჩეულები იქნებიან.
- თქვა ჯანლუკა დი მარციომ, რომლის სატრანსფერო სიახლეები ხშირად სრულ სიმართლესთანაა ხოლმე კავშირში.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და თურქეთი ერთმანეთს 18 ივნისს შეხვდებიან, პირდაპირი რეპორტაჟი კი საქართველოს პირველ არხზე იქნება.