დავითაშვილი: "ჩვენს ჯგუფში ჩემთვის ფავორიტი მხოლოდ ეს ნაკრებია" » სპორტის ხაზი

დავითაშვილი: "ჩვენს ჯგუფში ჩემთვის ფავორიტი მხოლოდ ეს ნაკრებია"

დავითაშვილი: "ჩვენს ჯგუფში ჩემთვის ფავორიტი მხოლოდ ეს ნაკრებია"
15-06-2024, 20:50
Aa Aa
გაზიარება:

14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, გერმანია ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის ერთადერთი დებიუტანტიც წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები იქნება. "ჯვაროსნები" ჯგუფში კონკურენციას პორტუგალიას, ჩეხეთსა და თურქეთს გაუწევენ.

სანიოლის დარიგებული გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მოახლოებული შეხვედრის წინ, ზურიკო დავითაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ ჯგუფში მარტო პორტუგალიაა ჩემთვის ფავორიტი და ჩვენ მაინც ერთნაირი შანსები გვაქვს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თურქეთს ბევრი გულშემატკივარი ეყოლება, ჩვენც არანაკლები ვიქნებით.

არამგონია, თავი ისე ვიგრძნოთ, თითქოს გასვლით შეხვედრას ვატარებდეთ. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას სოციალურ ქსელებში კარგად ვხედავთ. ვიცით, რომ ბევრნი მოდიან.

მაქსიმალურად ვემზადებით. ნელ-ნელა ვიწყებთ უშუალოდ თურქეთის ნაკრები განხილვას. იმედი მაქვს, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

რაც შეეხება ღია ვარჯიშს, რომელიც გერმანიაში ჩავატარეთ, ნაკრებმა ასეთ გარემოში პირველად ვივარჯიშეთ. ველოდებოდით, რომ ხალხი მოვიდოდა. უფრო დიდი არენა რომ ყოფილიყო, შეიძლება მეტიც ყოფილიყვნენ. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნიდან გერმანიაში ამდენი გულშემატკივარი ჩამოდის
.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი