ხვიჩას ინტერვიუ UEFA-სთან: "ყველაზე დიდ მაგალითს მისგან ვიღებ" » სპორტის ხაზი

ხვიჩას ინტერვიუ UEFA-სთან: "ყველაზე დიდ მაგალითს მისგან ვიღებ"

ხვიჩას ინტერვიუ UEFA-სთან: "ყველაზე დიდ მაგალითს მისგან ვიღებ"
13-06-2024, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მთავარმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ UEFA-სთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

"ყველა ქართველის უდიდესი ოცნება იყო ასეთი მნიშვნელოვან ტურნირზე მონაწილეობის მიღება და როდესაც ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო. მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მოვსულვართ. გვსურს ევრო 2024-ზე ჩვენი კვალი დავტოვოთ და ისტორიის ახალი გვერდი დავწეროთ.

"ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი გუნდი კონცენტრირებულია და ამ ტურნირისთვის ყველანაირად მზადაა. საქართველოში ჩვენს დებიუტს ყველა ელოდება. ვფიქრობ, რომ 18 ივნისს ერთიან საქართველოს ვიხილავთ და გამარჯვებას ვეცდებით.

"გუნდის თილისმა მეტსახელად? ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობელი ვარ, როცა ჩემს შრომას აფასებენ. საქართველოში ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ქვეყნის საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

"თითოეული ჩვენგანი ცდილობს იყოს გუნდი და ინდივიდუალური წარმატება ამ შემთხვევაში ყველასთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

"ჩემთვის სიამოვნებაა ევრო 2024-ზე თამაში. ეს დაუვიწყარი მომენტი და სიამოვნება იქნება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება.

"ჩვენი გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავია, რომელიც ერთმანეთთან კარგად შეთამაშდა. გავხდით ერთი დიდი გუნდი, რომელსაც ნებისმიერთან ბრძოლა შეუძლია. გურამ კაშია ყველა ჩვენგანისთვის კარგი მაგალითია.

"გამოცდილი და ჩვენზე უფროსია, რომელიც ყოველდღე ძალიან ბევრს ვარჯიშობს. ის მაგალითს აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომ ყოველდღიურად უფრო მოუმატონ.

"ის ნამდვილი კაპიტანია და მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია ვუთხრათ - მადლობა! ის გვხელმძღვანელობს და ყველაფერს აკეთებს როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ, რაც ნამდვილმა კაპიტანმა უნდა გააკეთოს.

"მზადება მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს, რადგან ჩვენს ოცნებამდე - ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩამდე დიდი დრო აღარ რჩება და ემოციებით ვართ დატვირთულები, მაგრამ ამ ემოციების გაკონტროლებას ვცდილობთ.

"პირველი თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, ასპარეზობა კარგი განწყობით გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანი, როგორც ყველა სხვა გუნდის, ჯგუფური ეტაპის გავლა იქნება და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

"იმედი მაქვს, თურქეთთან მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და დასახულ მიზანსაც მივაღწევთ"


- აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი