ნეაპოლელები იტალიასთან ერთად საქართველოსაც რომ გულშემატკივრობენ, ამაზე ორი აზრი არაა და ამის საილუსტრაციოდ ერთ-ერთი ნეაპოლელი გულშემატკივრის სიტყვებზე მოგიყვებით.
როგორც იტალიელი გულშემატკივარი ამბობს, თუ საქართველო ევრო 2024-ის F ჯგუფს დაძლევს და პლეიოფში გავა, მაშინ ის საქართველოს ტატუს გაკეთებას გვპირდება:
საქართველოს იოლად დასამარცხებელი გუნდი სულაც არ ჰყავს, რადგან მათთან ჩვენი კვარა და კიდევ რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი თამაშობს. ვფიქრობ, ისინი რთულ ჯგუფში არიან და მისი დაღწევა მარტივი არ იქნება, თუმცა თუ საქართველო ამას შეძლებს, გპირდებით, რომ თქვენი ქვეყნის დროშას მარჯვენა ხელზე დავიხატავ.
- ამბობს იტალიელი გულშემატკივარი სახელად ფრანჩესკო მედიში.
ცნობისთვის, კვარაცხელია ნაპოლიში დარჩენას უახლოვდება. წესით, კვარას აგენტი დე ლაურენტისს ევროს დასრულების შემდეგ შეხვდება და ახალ კონტრაქტსაც ოფიციალურად გააფორმებს.