შოტლანდიის წალეკვამ მინიშნება მოგვცა - რა უნდა გაითვალისწინოს სანიოლმა » სპორტის ხაზი

შოტლანდიის წალეკვამ მინიშნება მოგვცა - რა უნდა გაითვალისწინოს სანიოლმა

შოტლანდიის წალეკვამ მინიშნება მოგვცა - რა უნდა გაითვალისწინოს სანიოლმა
15-06-2024, 11:15
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის გახსნა მასპინძელი გერმანიისთვის შესანიშნავი გამოდგა. იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილი გუნდი სტივ კლარკის შოტლანდიას ალიანც არენაზე დაუხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 მოუგო.

გუშინდელი წაგების შემდეგ შოტლანდიელთა გულწრფელი და ცხელი კომენტარები რომ გენახათ, მათი მთავარი მწვრთნელის დაშვებულ შეცდომაში აუცილებლად დარწმუნდებოდით. სკოტები მარცხს ზედმეტ სიფრთხილეს და თავდაპირველ არასწორად შერჩეულ ტაქტიკას აბრალებდნენ, რაშიც სიმართლის მარცვალი ნამდვილად ურევია.

ცხადია, გერმანიასთან შოტლანდია ფავორიტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა, თუმცა ამას ბრიტანელებს არც არავინ სთხოვდა. მთავარი დარტყმა მათთვის ის აღმოჩნდა, რომ სკოტებისთვის დამახასიათებელი მებრძოლი ჟინი და საფეხბურთო სითავხედე დაკარგეს, მაგალითად ზუსტად ისეთი, როგორიც მათ წინა ევროს ჯგუფურ ეტაპზე გამოავლინეს. სტივ კლარკმა საკუთარი გუნდი მინდორზე თავიდანვე დამფრთხალი გამოიყვანა, რაც დაგეშილმა გერმანიამ მაშინვე იგრძნო და ეს ყველაფერი საბოლოო ანგარიშზე აისახა კიდეც.

ალბათ, ერთ-ერთი მთავარი მაგალითი, რისი აღებაც სანიოლს შეუძლია, ისაა, რომ საქართველო თურქეთთან აშკარად მეორე ნომრად მოთამაშე არ გაიყვანოს. იმას არავინ ამბობს, რომ ცენტრში ჩალჰანოღლუიან თურქეთს ბურთი დავუჭიროთ, თუმცა აუცილებელი იქნება, რომ მეტოქეს არც თუ იშვიათად საკუთარი სიფიცხე და შეტევის ძალა დავანახოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა!

შეგახსენებთ, რომ საქართველო თურქეთს 3 დღეში შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი