9 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც დამაჯერებლად 1:3 იმარჯვა.
სამწუხარო ფაქტი ის გახლდათ, რომ "ჯვაროსნების" ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა.
როგორც შემდეგ გაირკვა, ქართველს მცირე დაჭიმულობა ჰქონდა, თუმცა ბოლო ცნობებით, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად არის და კიტეიშვილი ნაკრებს 18 ივნისს დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას სწორედ 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამრათავს.