დღეს, საქართველოს ნაკრებმა გერმანიაში მორიგი ვარჯიში ჩაატარა, ამჯერად დახურულ ფორმატში.
ფეხბურთელებმა ვარჯიში 4-ის ნახევარზე დაიწყეს და როგორც LA GAZZETA.GE წერს, ამ პროცესს თურქი ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
თურმე, ერთ-ერთ თურქს ოთარ კაკაბაძესთვის ინტერვიუ ჩამოურთმევია რა დროსაც ტაქტიკა უთხოვია და უკითხავს : "თურქეთთან რა ტაქტიკით ითამაშებო. 5 მცველითო?"
ამაზე ოთარს სახალისო პასუხიც გაუცია - ალბათ თურქების მონახაზსაც მეტყვი და ტაქტიკების გაცვლას აპირებო (იცინის).