რატომ უნდა გვქონდეს ევროპაზე მამარდაშვილის იმედი? » სპორტის ხაზი

რატომ უნდა გვქონდეს ევროპაზე მამარდაშვილის იმედი?

რატომ უნდა გვქონდეს ევროპაზე მამარდაშვილის იმედი?
13-06-2024, 17:56
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, რომელმაც კარიერა ზუსტად ისე დაიწყო, როგორც სხვა ქართველმა ფეხბურთელებმა.

იგი გასული სეზონის ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ამავე ჩემპიონატში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და ბევრი გრანდის ყურადღბას იქცევს. ამ დონემდე მოსასვლელად მას გრძელი გზის გავლა მოუწია.

თავიდან ყველაფერი დინამო "თბილისიდან" დაიწყო, მაგრამ ესპანელებს მან თავი "ლოკომოტოვიდან" გააცნო. თუმცა "ვალენსიაში" იგი მე-4 მეკარედ ჩავიდა და იმის შანსი, რომ იგი ძირითადში, ან თუნდაც მეორე მეკარედ ითამაშებდა, ძალიან დაბალი იყო.

მაგრამ გიორგიმ ვარჯიშებსა და პრე სეზონის თამაშებზე იმდენი მოახერხა, რომ მის გამო "ღამურებმა" სილესენი გაუშვეს, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი კარის დარაჯი.

ამჟამად მისი შეძენა "ნიუკასლს" ძალიან სურს, მაგრამ "ვალენსია" მას იმდენს აფასებს, რომ ინგლისელები მეკარისთვის ამხელა თანხას ვერ იმეტებენ.

გიორგი კარის ხაზზე შეუდარებლად თამაშობს. 11 მეტრიანების მოგერიებაშიც ძალიან კარგია. გასულ სეზონში ლა ლიგაში მან 3 პენალტი მოიგერია, რაც საუკეთესო შედეგია (მასთან ერთად 2-მა მეკარემ მოახერხა ეს).

საბერძნეთთან 11 მეტრიანების სერიაშიც სწორედ ის იყო ერთ-ერთი, ვისი წვლილითაც საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი