წაგებებმა თურქეთი პანიკაში ჩააგდო - რა თქვა მათმა დამრიგებელმა საქართველოსთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

წაგებებმა თურქეთი პანიკაში ჩააგდო - რა თქვა მათმა დამრიგებელმა საქართველოსთან მატჩამდე

წაგებებმა თურქეთი პანიკაში ჩააგდო - რა თქვა მათმა დამრიგებელმა საქართველოსთან მატჩამდე
13-06-2024, 13:11
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელმა, ვინჩენცო მონტელამ გამართულ ამხანაგურ შეხვედრებსა და იმ ბავშვურ შეცდომებზე ისაუბრა, რომელთა გამოც მისმა გუნდმა სატესტო მატჩებში გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, ევრო 2024-ზე თურქეთს ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს დაპირისპირება, რის გამოც ჩვენი პირველი მეტოქის დამრიგებელი დაცვაში გაძლიერებულ თამაშზე აქცენტის გამახვილებას არ გამორიცხავს:

ზოგადად შემტევი სტილის ფეხბურთი მომწონს, რაც პოლონეთთან შეხვედრაში ვაჩვენეთ. მიუხედავად იმისა, რომ კარისკენ მათ ორჯერ მეტჯერ დავურტყით, გამარჯვება მაინც მათ შეძლეს, რადგან ჩვენ ბავშვური შეცდომები დავუშვით, პოლონეთმა კი ეს ყოველივე კარგად გამოიყენა.

გვსურს, რომ ევროზეც შეტევაზე გავაკეთოთ აქცენტი, თუმცა წინ ძლიერი მეტოქეები და რთული მატჩები გველის, რის გამოც დაცვაში თამაშსა და უკან დახევაზე უარს ვერ ვიტყვით.

- თქვა ვინჩენცო მონტელამ, რომლის გუნდიც უკვე 5 თამაშია მოგებას ვერ ახერხებს, რაც თურქი გულშემატკივრის გულისწყრომასა და კრიტიკას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირება 5 დღეში, 18 ივნისს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი