GOAL-ი ნაკრებზე: "ამ ფეხბურთელმა საქართველოზე დიდი გავლენა მოახდინა" » სპორტის ხაზი

GOAL-ი ნაკრებზე: "ამ ფეხბურთელმა საქართველოზე დიდი გავლენა მოახდინა"

GOAL-ი ნაკრებზე: "ამ ფეხბურთელმა საქართველოზე დიდი გავლენა მოახდინა"
12-06-2024, 21:10
Aa Aa
გაზიარება:

გამოცემა GOAL-მა ევრო 2024-ის მოახლოებასთან ერთად, საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია დებიუტანტებზე, რომლებსაც ამ გათამაშებაში თავიანთი კვალის დატოვება შეუძლიათ. გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ აქ საუბარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც არის. სიაში კი ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორიცაა: კოულ პალმერი, ენტონი გორდონი, ალექს გრიმალდო, ლორენცო პელეგრინი, ფლორიან ვირცი, ბენჟამინ შეშკო, დომინიკ სობოსლაი, რასმუს ჰოილუნდი, ჟოაუ ნევეში, კრის ფიურიხი და ა.შ.

უშუალოდ კვარაცხელიასა და საქართველოს შესახებ ხსენებული გამოცემა წერს:

ეს არის ერი, რომელიც ევროპის პირველობაზე წელს ერთადერთი დებიუტანტია. მას ჰყავს სუპერვარსკვლავი და ის ხვიჩა კვარაცხელიაა. ის არის გარემარბი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ამ სეზონში არ გამოიყურებოდა ისე შთამბეჭდავად, როგორც 2022-23 წლებში, როცა ნაპოლის სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, მაგრამ მაინც გუნდის ლიდერი იყო.

ის ახლა თავის გამოჩენას ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეეცდება. მან დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს ნაკრების თამაშებზე საკვალიფიკაციო ეტაპების პერიოდში და ამ ევროპის ჩემპიონატზე თავისი ნაკრების თილისმა იქნება
.


შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 სტარტს 14 ივნისს აიღებს და 14 ივლისამდე გაგრძელდება. საქართველო პირველ შეხვედრას ჯგუფურ ეტაპზე თურქეთთან 18 ივნისს გამართავს. "ჯვაროსნებს" კონკურენციას ასევე გაუწევენ ჩეხეთი და პორტუგალია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი