ფაბრიციო რომანოს სოციალურ ქსელში პეპ გვარდიოლას სიტყვები მოჰყავს, რომელსაც ესპანელი მწვრთნელი ჟოაუ კანსელუს შესახებ აკეთებს.
როგორც იცით, კანსელუ მანჩესტერ სიტის კუთვნილებაშია, თუმცა გასული სეზონი პორტუგალიელმა იჯარით ბარსელონაში გაატარა.
რომანოს მტკიცებით, ბარსელონას კანსელუს თავისთან დატოვება სურს, მოწინააღმდეგე კი არც მანჩესტერ სიტი იქნება. გვარდიოლა ამბობს, რომ მთავარი ახლა ფულის გადახდაა, სხვა პრობლემა კი არ იარსებებს.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში ბარსასთან ერთად კანსელუმ 32 მატჩი გამართა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.