ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე პროგნოზების კეთება აქტიურად გრძელდება. ამჯერად ერთ-ერთი ბრიტანელი გულშემატკივრის პროგნოზს გადაცემა Box2BoxShow-იდან გთავაზობთ, რომელმაც საქართველო F ჯგუფში მეორე ადგილზე გაიყვანა.
როგორც წამყვანი ამბობს, საქართველოს შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავი და წარმატებული ფეხბურთელი თამაშობს, რაც სანიოლს ჯგუფური ეტაპის დასაძლევად დანამდვილებით ეყოფა:
მათი გვარების წარმოთქმა რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებში მართლაც ვარსკვლავთცვენაა. ამ გუნდში ერთბაშად ლა ლიგის საუკეთესო მეკარეს, სერია A-ს საუკეთესო ვინგერს და ლიგა 1-ის ერთ-ერთ გამორჩეულ სტრაიკერს ვხედავთ. ვფიქრობ, ასეთი შემადგენლობით საქართველოს პლეიოფში გასვლა მეორე ადგილიდან შეეძლება.
- ამბობს წამყვანი.
სხვათაშორის, ამავე გადაცემის დანარჩენმა სამმა წამყვანმა საქართველო ბოლო ადგილზე გაიყვანა. როგორც ჩანს, ჩვენი ნაკრების მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს სჯეროდა.