მიუნხენის ბაიერნისა და თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჰამით ალტინტოპმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი შეაფასა და საკუთარი ქვეყნის შანსებზე ისაუბრა.
როგორც ალტინტოპი ამბობს, თურქეთს ჯგუფში იოლი გასეირნება არავისთან არ ექნება, მით უმეტეს საქართველოსთან, რომელსაც თურქები პირველივე ტურში ხვდებიან:
ჯგუფში ჩეხეთი, პორტუგალია და საქართველო გვყავს. ჩეხეთს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან მათთან ხუმრობა არ შეიძლება, პორტუგალიელებს კი შემადგენლობით ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ.
რაც შეეხება საქართველოს, მათთან რთულ მატჩს ველით, რადგან ეს გახსნითი შეხვედრა იქნება და საფრთხეს სწორედ აქ ვხედავთ.
- თქვა ჰამით ალტინტოპმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირება 18 ივნისს შედგება.