გიორგი მამარდაშვილი ამ ზაფხულს ნიუკასლ იუნაიტედში არ გადავა - ინფორმაციას ვალენსიასთან დაახლოებული წყარო ავრცელებს.
ინგლისელებს გაკეთებული შეთავაზების შემდეგ, აღარ სურთ ფასის გაზრდა და ქართველის ნაცვლად ახალგაზრდა ჯეიმს ტრაფორდის დამატებას შეეცდებიან.
ამ სიტუციის ფონზე, ესპანური გამოცემა დასძენს, რომ ლივერპული მამარდაშვილს აკვირდება და იმ შემთხვევაში თუ ალისონი ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს, გიორგი ბრაზილიელის ერთ-ერთი შემცვლელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელს ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი 35 მილიონი ევროა.