საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე კანადასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ფრანგული გამოცემა "L'Equipe" იუწყება, რომ შეხვედრაში კილიან მბაპე მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ფრანგებს არ სურთ მათი მთავარი ფეხბურთელით ამხანაგურ შეხვედრაში გარისკვა, რის გამოც მას დაასვენებენ.
როგორც წყარო იუწყება, კილიანს ოლივიე ჟირუ შეცვლის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მბაპეს ზურგი აწუხებდა, რის გამოც ბოლო ვარჯიში გამოტოვა.