დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება.
ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
ამ შეხვედრის ხილვა, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, 22:45 საათზე შეგეძლებათ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მატჩის შემდეგ, "ჯვაროსნები" გერმანიაში გაემგზავრებიან, სადაც ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატის მატჩის ჩასატარებლად მოემზადებიან.
ჩვენი ბიჭები 18 ივნისს, სიგნალ იდუნა პარკზე, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.