გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, კლუბის თავკაცსს, პიტერ ლიმს ჯერ სასურველი წინადადება არ მიუღია.
ბოლოს ნიუკასლი იყო ის გუნდი, რომელმაც ფეხბურთელის სანაცვლოდ "ღამურებს" 41 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ესპანური გუნდის მიერ გაზრდილი სატრანსფერო ფასის მიხედვით, ქართველი კიპერი მხოლოდ და მხოლოდ 45 მილიონ ევროდ გაიყიდება.
თუ ვინმე ამ თანხას გადაიხდის გიორგი ვალენსიას ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული მეკარე გახდება. რაც შეეხება ყველაზე ძვირად გაყიდულ ფეხბურთელს, ამ ასპექტში პირველ ადგილს გაისკა მენდიენტე იკავებს, რომელიც ლაციოში 48 მილიონ ევროდ გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ნიუკასლის გარდა ინტერესი ატლეტიკომ, ინტერმა, ბაიერნმაც გამოიჩინეს, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ კლუბებმა მამარდაშვილის სანაცვლოდ ამხელა თანხა არ გადაიხადონ.