ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ისთვის სრული განაცხადიდან სამი ფეხბურთელი ამოიღო.
როგორც დაიწერა, ლუის დე ლა ფუენტემ სახლში ალექს გარსია, მარკოს ლიორენტე და რაც მთავარია, პაუ კუბარსი დატოვა.
ამ უკანასკნელზე ზეწოლა ძალიან დიდი იყო. კუბარსი ჯერ კიდევ თინეიჯერია და ბარსელონაში არ სურდათ, რომ მას დიდი სანაკრებო დატვირთვა მიეღო და როგორც ჩანს, დე ლა ფუენტემ ბარსელონას ხელმძღვანელობის მოთხოვნა გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებს თავის ჯგუფში იტალია, ხორვატია და ალბანეთ ჰყავს.