დღეს "რეალმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კილიამ მბაპე მომავალი სეზონიდან მათ ღირსებას დაიცავს.
გთავაზობთ ფრანგი ვარსკვლავის პირველ კომენტარს ყველაფრის გაოფიციალურების შემდეგ.
"ოცნება ამიხდა და ამით ვამაყობ - ჩემი ოცნების კლუბის ნაწილი გავხდი. ვერ აღვწერ, როგორი გახარებული ვარ.
"მადრიდისტებო, ერთი სული მაქვს როდის შეგხვდებით. მადლობა ასეთი ქომაგობისთვის. ჰალა მადრიდ!", - წერს აწ უკვე "რეალის" თავდამსხმელი კილიან მბაპე.
ფრანგმა "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა. მის მონაგარში მიმდინარე სეზონში 44 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რომელთა შესრულებაც 48 მატჩში მოახერხა.