ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ჟოზე მოურინიო "რეალის" ფეხბურთელებთან ჩავიდა და მათ სათითაოდ მიულოცა.
ჯუდ ბელინგემი პორტუგალიელ სპეციალისტთან მივიდა და სთხოვა, რომ მას დედამისთან ერთად ფოტო გადაეღო.
ჟოზე დასთანხმდა, სამახსოვრო ფოტოც გადაიღო და შემდეგ ჯუდს უთხრა - "თხოვნა შესრულებულია, ახლა "ფენერბახჩეში" გელოდები".
ცნობისთვის, მოურინიო მომავალი სეზონიდან "ფენერბახჩეს" მთავარი მწვრთნელის რანგში მოგვევლინება.