ფენერბაჰჩემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან გუნდს ჟოზე მოურინიო უხელმძღვანელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 61 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა თურქულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თურქეთის ჩემპიონატი "განსაკუთრებულისთვის" სამწვრთნელო კარიერაში მეხუთეა სადაც ის იმუშავებს. აქამდე მას პორტუგალიურ, ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ კლუბებში უმუშავია.
მოურინიომ სამწვრთნელო კარიერა ბენფიკაში დაიწყო, თუმცა სახელი პორტუში მუშაობის დროს გაითქვა, როდესაც "დრაკონებს" 2004 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი კი მეორედ მილანის ინტერში მოიგო.